„თავისუფალი საქართველო“: დააბრუნეთ ელენე ანდალაშვილი საკუთარ სახლში და სკოლაში!

„თავისუფალი საქართველო“: დააბრუნეთ ელენე ანდალაშვილი საკუთარ სახლში და სკოლაში!

„თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერებმა კახა კუკავამ და ალექსანდრე შალამბერიძემ ახმეტის გამგეობის შენობასთან  სოფელ ომალოს მასწავლებლის ელენე ანდალაშვილის მხარდამჭერი აქცია-ბრიფინგი გამართეს.  

 ელენე ანდალაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ომალოს სკოლის პედაგოგი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლით გამოაგდეს სკოლიდან იმის გამო, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ, სამართლიანად არ მისცა შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ არის მოთხოვნა მოსწავლეებისა და მშობლების ქალბატონ ელენეს სკოლაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებით ადგილობრივი „ნაცები“, სააკაშვილის „საქმის“ გამგრძელებლები ადგილებზე, მას ამის საშუალებას არ აძლევენ.

„უფრო მეტიც, მისი ძმისშვილი, რომელიც არის ახმეტის რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის მარჯვენა ხელი, „ნაცების“ ზონდერი, კომისარიატში მომუშავე შოთა ანდალაშვილი, საკუთარ მამა-პაპურ სახლში არ უშვებს  ელენეს. უნდა აღინიშნოს, რომ ელენე ანდალაშვილი სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელიც პირადად იცნობდა მას, ხოლო დღეს ესეთ გაუბედურებულ მდგომარეობაშია, სწორედ ნაცი - სააკაშვილის მიერ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოითხოვს  ხელისუფლების მიერ ადამიანის ტერორი შეწყდეს.