ტომ კრუზმა 6 წლის ქალიშვილი მამაკაცების დახურულ კლუბში წაიყვანა

ტომ კრუზმა 6 წლის ქალიშვილი მამაკაცების დახურულ კლუბში წაიყვანა

ჰოლივუდის მსახიობი ტომ კრუზი, მამაკაცების დახურულ კლუბ Friars' Club-ის გალა წვეულებაზე 6 წლის ქალიშვილთან ერთად მივიდა.

მამაკაცთა ცნობილ კლუბში მსახიობს სურისთვის სათამაშოები და ფერადი ფანქრები ჰქონდა მოტანილი, რომ ქალიშვილს არ მოეწყინა. გოგონას საღამოს ვარდისფერი კაბა და ოქროსფერი ფეხსაცმლები ეცვა. კრუზს თან მისი 17 წლის ვაჟი კონორიც ახლდა, რომელიც მსახიობს ნიკოლ კიდმანთან ქორწინებისგან ჰყავს.

სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ტომიმ აღნიშნა - „ქეითი ჩინეთში იმყოფება, სამუშაო ვიზიტით.რას ვიზამთ ქალებს უყვართ მუშაობა. ასე, რომ დღეს მე სურისთან და კონორისთან ერთად ვარ, ბავშვებო მადლობა თქვენ!“

„სური მამას  სულ ხელში ჰყავდა  აყვანილი, როცა ტომს რამე საქმე ჰქონდა სურისთან კონორი რჩებოდა“ - ამბობს გალა-საღამოს, ერთ-ერთი, სტუმარი. „როცა ტომი ჟურნალისტებთან საუბრობდა, ბავშვებმა გადაწყვიტეს პრესცენტრში შეპარულიყვნენ და მამისთვის თვალყური ედევნებიათ, ეს ძალიან სასაცილო იყო.“

შეგახსენებთ, სური გასულ წელს, პლანეტის ყველაზე გავლენიანი ბავშვი გახდა.