27 წლის ქალი - ექიმების დაუდევრობის  თუ მოუწესრიგებელი სადაზღვეო სისტემის მსხვერპლი

27 წლის ქალი - ექიმების დაუდევრობის თუ მოუწესრიგებელი სადაზღვეო სისტემის მსხვერპლი

მოუწესრიგებელ სადაზღვეო სისტემას თუ ექიმების დაუდევრობას ხონის რაიონის  საავადმყოფოში 27 წლის  მშობიარე ქალის სიცოცხლე  ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი სამტრედიაში ცხოვრობდა და მას „აი სი ჯგუფი“- ს დაზღვევა ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ სამტრედიაში არსებულ საავადმყოფოში „აი სი ჯგუფი“-ს დაზღვევა არ მოქმედებს, იგი ქუთაისში წაიყვანეს. ქუთაისიდან კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ხონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც „აი სი ჯგუფი“-ს დაზღვევა მოქმედებს. ქუთაისიდან ქალბატონს მეან-გინეკოლოგი გამოაყოლეს, თუმცა ხონში ჩასვლისას გაირკვა, რომ ამ საავადმყოფოში არ იყო ანესთეზიოლოგი და მისი ჩამოყვანა მარტვილიდან გადაწყვიტეს. სანამ მარტვილიდან ანესთეზიოლოგი ხონში ჩამოვიდოდა, 27 წლის ქალბატონი დაიღუპა. ექიმებმა მხოლოდ ბავშვის გადარჩენა შეძლეს. 
მომხდართან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა, ხონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭავჭანიძის განცხადებით, გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი თქმით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და დასკვნის დადების შემდეგ შესაძლებელი იქნება დეტალებზე საუბარი. 
„ხონის საავადმყოფოს მედპერსონალი -  ექთნები და ექიმი, რომელიც ოპერაციას ატარებდა,  პოლიციის განყოფილებში არიან გადაყვანილები“, - აცხადებს ჭავჭანიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მოუწესრიგებელი სადაზღვევო სისტემა იყო. აღსანიშნავია გარემოება, რომ  ხონის რაიონის საავამდყოფოში ამგვარი ოპერაციების ჩატარების არავითარი პირობა არ არის შექმნილი.

ამასვე ადასტურებს From.ge სთან საუბარში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილი. ის მომხდარზე  მთელს პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და სადაზღვეო კომპანიებს აკისრებს და ამ ფაქტს, დანაშაულებრივად  აფასებს.

ცაგარეიშვილის ინფორმაციით, მშობიერე ქალი სამტრედიის საავადმყოფომ არ მიიღო, რადგან მას სხვა სადაზღვეო პოლისი ჰქონდა და დამატებით 400 ლარი მოთხოვეს, იგი არც ქუთაისის საავადმყოფომ არ მიიღო და შემდეგ ხონის რაიონის საავამდყოფოში მისმა მამიდამ მიიყვანა.

„იქ კი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დაჭირდა, გენოკოლოგი  ქუთაისიდან გამოიძახეს, ანესთეზიოლოგი - მარტვილიდან. მათგან კი მხოლოდ მეან-გინოკოლოგმა ჩამოუწსრო. საკეისრო კვეთა ვერ ჩატარდა, ქალბატონმა ბავშვი გააჩინა, თუმცა თვითონ გარდაიცვალა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი მომხდარ ფაქტს ხელისუფლების მიერ გატარებულ ჯანდაცვის რეფორმას უკავშირებს. მისი თქმით,  საავადმყოფოებში პაციენტთთან მხოლოდ იმ შემთვევაში ამყარებენ  ურთიერთობას, თუ კი მას მას ხელზე გარკვეული თანხა აქვს.

„სადაზღვეო კომპანიები ერთმანეთს ებრძვიან იმისთვის, რომ ავადმყოფები მიიღონ და შემდეგ გაატყავონ. ავადმყოფს უყურებენ როგორც კლიენტს და გამორჩენის საშუალებას და არა როგორც პაციენტს. ეს ყველაფერი კი ჯანდაცვის სექტორში გატარებული „მახინჯი“ რეფორმის შედეგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი უპასუხიმგებლობაა და  მასზე პასუხი რეფორმის ავტორებმა, პირადად სააკაშვილმა და  სადაზღვეო კომპანიებმა უნდა აგონ.

„რომლებიც ღლეტავენ ხალხს, პარპაშობენ ამ ქვეყანაში და აჩანაგებენ ჯანდაცვის სფეროს, რომელსაც საბოლოო ჯამში,  ფატალურ შედეგებამდე მივყავართ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.