დავით ბერძენიშვილი:   რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ - გააწვალა  ამერიკის მოქალაქე და მეტი ვერაფერი ვერ ქნა

დავით ბერძენიშვილი: რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ - გააწვალა ამერიკის მოქალაქე და მეტი ვერაფერი ვერ ქნა

"ხელისუფლებას სურს, მოსახლეობა ან ნაკლებ ინფორმირებული იყოს, ან საერთოდ არ იყოს ინფორმირებული. მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მიიტანოს კონტროლირებადი არხების მეშვეობით და ის ხან ანტენებს ებრძვის, ხან საკანონმდებლო ინიციატივებს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. ნათელია, მათ ამის ეშინიათ ",- - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ ერთმა ლიდერმა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დავით ბერძენიშვილმა „გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილის ალექსანდრე რონჟენსის მოწმის სტატუსით დაკითხვის ფაქტი.

ბერძენიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ძალიან შეშფოთბულია, რაც მათ მიერ დაშვებულ არაერთ შეცდომაში გამოიხატება.

„რა შედეგი მიიღო ხელისუფლებამ?! გააწვალა ამერიკის მოქალაქე, მეტი ვერც ვერაფერი ვერ ქნა. სრულიად ნათელი არის რომ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის ეშინია“,  - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, ამის გამო, ხელისუფლება ხან სატელევიზიო ანძებს ხან კი, საკანონმდებლო ინიციატივებს ებრძვის. ამერიკის ელჩმა კი მხარი დაუჭირა ყველა არხის საკაბელო არხებში ჩართვას და აღნიშნა, რომ სწორედ ამის გამო დაისაჯა რონჟესი.

„გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გუშინ  დაახლოებით 16:00 საათზე, საქართველოდან გამგზავრების დროს საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს. მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით დაახლოებით ხუთი საათი გრძელდებოდა.