გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე რარმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კავკასიის ტურნეს შემდეგ განაცხადა, რომ
„თუ ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყება, კავკასიის რეგიონის მნიშვნელობა მოიმატებს, რადგან ირანს არაბული სახელმწიფოების მხრიდან ვერ დაარტყამენ, ამისთვის აზერბაიჯანი საუკეთესო პლაცდარმის ვარიანტია. აზერბაიჯანი ისრაელის ახლო მოკავშირედ ითვლება. გარდა ამისა, საქართევლოს ხელისუფლებამაც ცოტა ხნის წინ ამერიკას თავისის ტერიტორიის გამოყენება შესთავაზა ამ მიზნისთვის.
ამ ფონზე, მთიანი ყარაბაღის პრობლემა ევროპელებისთვის მეორე ან მესამე ადგილზეა. ევროპას თავისი პრობლემები გააჩნია, ცდილობენ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდნენ, რომელიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ასე, რომ ყარაბაღზე სერიოზულად არავინ იფიქრებს“,-აცხადებს რარი.