ე.წ სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიის ყოფილმა ლიდერმა ნოდარ ქელეხსაევმა დეფაქტო სამხრეთ ოსეთის გენერალურ პროკურატურას და იუსტიციის სამინისტროს მიმართა და სამი წლის წინ მომხდარი დანაშაულზე საქმის ხელახალი აღძვრა მოითხოვა.
ქელეხსაევის განმარტებით, 2009 წლის 9 აპრილს როლანდ ქელეხსაევი და მისი თანაპარტიელები ძალადობრივი მეთოდებით გადააყენეს პარტიის ხელმძღვანელობიდან, 10 აპრილს ჩაატარეს პარტიის ყრილობა და ახალი ხელმძღვანელობა აირჩიეს. დეფაქტო რესპუბლიკის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, „სახალხო პარტიის“ 9 წევრი, რომლებიც ედუარდ კოკოითის უპირობო მხარდაჭერები არიან, ახლადარჩეულ პარლამენტში მოხვდა.
„ჩვენ უშედეგოდ შევეცადეთ რამდენჯერმე მიგვემართა სასამართლოსთვის და მაშინდელი ხელისუფლებისთვის, თუმცა კოკოითის მფარველობის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი არ დაიწყო“,-აცხადებს პარტიის ყოფილი ლიდერი.
როლანდ ქელეხსაევს იმედი აქვს, რომ ლეონიდ თიბილოვი ხელს შეუწყობს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებს, პარლამენტიდან გამოუშვებს „სახალხო პარტიის“ ეგიდით შესულ კოკოითის მომხრე დეპუტატებს და ადგილს დაუთმობს „სახალხო პარტიის“ ნამდვილ დეპუტატებს.