15 ივნისს 19 საათზე საქართველოს საპატრიარქოში (მეფე ერეკლე II-ს მოედანი # 1 ) შედგება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ პრეზენტაცია. ფონდი საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II–ის კურთხევით ბიზნესმენმა ვანო (ივანე) ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდი ქართული ტრადიციული გალობისა და სიმღერის აღდგენა-აღორძინებას შეუწყობს ხელს .
ფონდის სათაო ოფისი განთავსებულია ლონდონში. ფონდის საბჭოს, რომლის წევრები არიან ლექსო თორაძე, ანზორ ერქომაიშვილი და არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე), უხელმძღვანელებს ფონდის საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ნინო თორაძე. ფონდის პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ჯგუფის წევრები ბადრი ბერაია და სვიმონ ჯანგულაშვილი.