„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში  19.00 საათზე  გაიმართება

„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში 19.00 საათზე გაიმართება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ 17 ივნისს, ოზურგეთში აქციას გამართავს. აქცია 19.00 საათზე დაიწყება. კოალიციას მანიფესტაციის გამართვის შესახებ,  ნებართვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური წერილის სახით  მიაწოდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  „ქართულ ოცნებას“  აქციისთვის ადგილი ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ გამოეყო.