ჰამბურგის ცენტრში მდებარე ლეგენდარული ჯგუფ The Beatles -სთან დაკავშირებული მუზეუმი Beatlemania, დაბალი მოთხოვნის გამო იხურება. Beatlemania სამი წელია არსებობს, მაგრამ ხალხის დაინტერესება მან დღემდე ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის დათვალიერება ძვირი სულაც არ ჯდება. (უფროსებისთვის 12, ხოლო ბავშვებისთვის 8 ევრო) 2009 წლიდან მოყოლებული მუზეუმს, მხოლოდ 150 ათასი დამთვალიერებელი ეწვია. მუზეუმში ჩადებული ინვესტიციები 2,5 კი მილიონ ევროს აღწევს.
დაბალი პოპულარობა მუზეუმის დახურვის მთავარი მიზეზი გახდა, როგორც მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლები მიმდინარე ხარჯების დაფარვასაც კი არ ყოფნის.
ბითლზების მუზეუმი Beatlemania 5 სართულისგან შედგება და მთლიანად შესანიშნავი ოთხეულის ხსოვნას ეძღვნება. მუზეუმში ინახება ლეგენდარული ჯგუფთან დაკავშირებული 1000-ზე მეტი ექსპონატი. გამოფენა ბითლზ -კლუბების ტოპ 10-ეულისა და ლეგენდარული სტარ-კლუბისგან შედგება. აღნიშნულ მუზეუმი ჯგუფის ისტორიას 1960 -იანი წლებიდან მოგვითხორბს, როდესაც The Beatles ჰამბურგის კლუბის ხშირი სტუმრები იყვნენ, ისინი სტარ-კლუბებში გამოდიოდნენ, როცა მათი პირველი სინგლი Love Me Do მე -17 პოზიციამდე ავიდა ბრიტანულ ჩარტებში.
მუზეუმის შენობის პირველ სართულზე განთავსებულია კაფეები და მაღაზიები, სადაც მსურველებს, The Beatles-თან დაკავშირებული სიმბოლური სუვენირების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შეძენაც შეუძლიათ.
ჰამბურგი ის ადგილია, სადაც ბითლზები ვარსკვლები გახდნენ. თავად ბითლზის წევრები ხშირად უსვამენ ხაზს, ჰამბურგის მუსიკალურ მეტროპოლისში გატარებული წლებში შეძენილი გამოცდილების მნიშვნელობას. ჯონ ლენონი აღიარებდა: „ლივერპულში დავიბადე, მაგრამ ჰამბურგში გავიზარდე“.
მუზეუმი 30 ივნისს საბოლოოდ დაიხურება.