დღეს, 14 ივნისს, ბოლო 45 წლის განმავლობაში პირველად, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში, შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა აღმოსავლეთ საქრთველოში, თბილისში 1922 წლის 18 ივნისს, 39 გრადუსი დაფიქსირდა. დასავლეთ საქრთველოში კი, კერძოდ, ქობულეთში, 1966 წლის 4 ივნისს, ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია.
რაც შეეხება, ყველაზე დაბალ ტემპერატურას - აღმოსავლეთ საქართველოში ის 1967 წელს თბილისში, 6 ივნისს დაფიქსირდა. დღისით 14 გრადუსი, ხოლო ღამით 6.
დაახლოებით იგივე, ყველაზე დაბალი ტემპერატურის მაჩვენებელი დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში 1967 წელს. 4 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ, დღისით 16 გრადუსს, ხოლო ღამით 6 გრადუსს მიაღწია.