საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ხვალ, ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის პრემიერს, ნიკოლაი აზაროვს და თავის უკრაინელ კოლეგას, კონსტანტინ გრიშენკოს.
ვიზიტი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.