,,42-ე მუხლი” მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის გადადგომას მიესალმება

,,42-ე მუხლი” მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის გადადგომას მიესალმება

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის გადადგომას მიესალმება. ,,42-ე მუხლი” ჯერ კიდევ გასულ კვირას მოუწოდებდა საყვარელიძეს რეაგირება მოეხდინა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას უკავშირდებოდა.

 ,,42-ე მუხლი” დადებითად აფასებს დავით საყვარელიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ვინაიდან პროკურატურის მუშაკი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, სადაც დავით საყვარელიძე ,,ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატად მოიზარებოდა. ,,42-ე მუხლმა” დავით საყვარელიძეს მოუწოდა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა, ვინაიდან პოლიტიკურ საქმიანობა პროკურორის ფუნქციებთან შეუთავსებელია.

,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.