ავსტრალიაში ძაღლი დინგო 1980 წელს ჩადენილ, ჩვილის მკვლელობაში, დამნაშავედ სცნეს(VIDEO)

ავსტრალიაში ძაღლი დინგო 1980 წელს ჩადენილ, ჩვილის მკვლელობაში, დამნაშავედ სცნეს(VIDEO)

დღეს, ავსტრალიის სასამართლომ დახურა 1980 წელს გაუჩინარებული ჩვილის, აზარი ჩემბერლენის  გაუჩინარების საქმე და მის სიკვდილში დამნაშავედ ველური ძაღლი, დინგო სცნო.

1980 წლის  16 აგვისტოს ჩემბერლენების ოჯახი, სამ შვილთან ერთად,  კემპინგის ბანაკს ესტუმრა. ოჯახმა ტრადიციულად კარავები გაშალა და დღე შვილებთან ერთად მხიარულად გაატარა. მეორე დღეს, როდესაც ბავშვების დედა, ლინდი ჩემბერლენ-ქრეიტონი საუზმეს ამზადებდა  კარვიდან ჩვილის, აზარი ჩემბერლენის ტირილი შემოესმა.

დედა გარეთ გამოვარდა და ყვიროდა, რომ ძაღლმა კარვიდან მისი შვილი  გაიტაცა. ძაღლის ხმა კემპინგის ბანაკში სხვა დამსვენებლებმაც გაიგონეს. ჩვილს კემპინგის ბინადრები, რამდენიმე საათი, უშედეგოდ ეძებდნენ.  გვამს ვერავინ მიაგნო, მაგრამ დინგოს კვალი ბანაკის ახლოს შენიშნეს, ერთ-ერთ კარავს სისხლის ლაქებიც ეტყობოდა.

ერთ-ერთ, დამსვენებელს აღმოჩნდა ფოტო, რომელიც ველურ ძაღლს მომხდარამდე 20 წუთით ადრე, კარავთან ახლოს, გადაუღო.

გამოძიებამ დინგოს ვერსია გამოგონილად ჩათვალა და  1982 წელს ლინდი ჩემბერლენ-ქრეიტონი, რომელიც იმ დროისთვის ორსულად იყო, საკუთარი ქალიშვილის მკვლელობაში  დამნაშავედ სცნო. ლინდის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, მის მეუღლეს კი, პირობითი სასჯელი, დანაშაულის თანამონაწილეობისთვის. 1987 წელს სასამართლომ წყვილი გაანთავისუფლა, თუმცა ოფიციალურ დასკვნაში აზარის სიკვდილის შესახებ არაფერი ჩაწერილა.

დღეს, ჩემბერლენებს აზარიას გარდაცვალების მოწმობა წარუდგინეს. მის სიკვდილში დამნაშავედ დინგო სცნეს. გამოძიებამ შეისწავლა მსგავსი შემთხვევები და აღმოჩნდა, რომ 1990 წლიდან 2011 წლის ჩათვლით კვინსლენდში ველური ძაღლის ადამიანზე თავდასხმის 239 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.