ჯასტინ ბიბერის კონცერტს მეხიკოში, პოლ მაკარტნის კონცერტზე მეტი მაყურებელი ჰყავდა (VIDEO)

ჯასტინ ბიბერის კონცერტს მეხიკოში, პოლ მაკარტნის კონცერტზე მეტი მაყურებელი ჰყავდა (VIDEO)

ახალგაზრდა კანადელი შემსრულებლის, ჯასტინ ბიბერის უფასო კონცერტი მეხიკოსთან ახლოს, ცენტრალურ მოედანზე, გუშინ გაიმართა და მას 210 ათას ადამიანზე მეტი დაესწრო.

ჯასტინ ბიბერმა, ახალი ალბომის Believe-ს მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ ამ კონცერტზე ყველა ასაკის მსმენელის მოზიდვა მოახერხა. საკონცერტო მოედანზე ხალხი დილიდანვე მოდიოდა, კონცერტის დაწყების დროისთვის არც ერთი თავისუფალი ადგილი არ დარჩენილა. უფრო მეტიც, საკონცერტო მოედნის ახლომდებარე ქუჩებიც გადაჭედილი იყო. მეხიკოს ხელისუფლებამ ქალაქის ქუჩებში დიდი ეკრანები დაამონტაჟა, რომ ჯასტინის გულშემატკივრებს კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია ენახათ.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, ზუსტად ამ მოედანზე, გაიმართა სერ პოლ მაკარტნის უფასო კონცერტი. „ბითლზების“ ცნობილმა მონაწილემ საკონცერტო მოედანზე, მხოლოდ 200 ათასი გულშემატკივრის შეკრება მოახერხა.