აკაკი ბობოხიძეს გუბაზ სანიკიძის წარმატებაში ეჭვი ეპარება

აკაკი ბობოხიძეს გუბაზ სანიკიძის წარმატებაში ეჭვი ეპარება

 ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ეჭვი ეპარება, რომ  კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გუბაზ სანიკიძემ ქუთაისში წარმატებას მიაღწიოს.

 „მე არ ვამბობ, რომ ქუთაისი მხარს უჭერს ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისი მხარს უჭერს იმ იდეას, რომლის ინიციატორი ხელისუფლებაა. ქუთაისი მხარს არ უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უარს ამბობს იმ იდეის განხორციელებაზე, რასაც სახელად ქუთაისი მეორე დედაქალაქი ჰქვია“, - განაცხადა ბობოხიძემ.

და აცხადებს, რომ „გუბაზ სანიკიძემ კი არა,  და  „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთ მხარდამჭერ აქციაზეც ქუთაისელების მობილიზება ვერ შეძლო“.

აკაკი ბობოხიძის განცხადებით, გუბაზ სანიკიძეს ხელისუფლებიდან ის კონკურენტი დაუპირისპირდება, რომელიც ნამდვილად გაიმარჯვებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამჟამად მსჯელობენ, რომ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭი ქალაქის ამჟამინდელმა მერმა გიორგი თევდორაძემ იყაროს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.  

“ვფიქრობ, რომ ამ თვალთაზრისით ქუთაისს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ღირსეული კანდიდატი ეყოლება. რაც შეეხება ბატონ გუბაზს, მან ერთხელ უკვე იყარა კენჭი და არამგონია რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს და რაიმე შანსი ჰქონდეს”, - აღნიშნა ბობოხიძემ.