ირანი  ატომური იარაღის კვალის განადგურებას უარყოფს

ირანი ატომური იარაღის კვალის განადგურებას უარყოფს

BBC-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება უარყოფს თეირანის სამხრეთით, ფარჩინში ატომურ ობიექტზე არსებული შენობების განადგურების ფაქტს, ატომური იარაღის წარმოების კვალის დაფარვის მიზნით.

ირანის ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს გაეროს ინსპექტორების ფარჩინში შეშვებაზე, სადაც ექსპერტების აზრით, ატომური იარაღის ნარჩენები ჯერ კიდევ დარჩენილია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს -ს ხელმძღვანელის იუკიო ამანოს განცხადებას, თეირანის სამხრეთით ატომური ობიექტრების განადგურების შესახებ, ირანი უაზროს უწოდებს.

„ დადანაშაულება იმაში, რომ ირანი ცდილობს ატომური ობიექტის კვალის წაშლას, უადგილო და უაზროა, ეს ჭორები კი ვრცელდება იმიტომ, რომ მოსკოვში გასამართ ატომურ მოლაპარაკებებზე ზემოქმედება მოახდინოს“,- აცხადებს ირანის თავდაცვის მინისტრი ახმად ვაჰიდი საინფორმაციო სააგენტო „თაბნაკისთან“.