საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 124 მლნ 220 ათას 190 ლარით  დაჯარიმაა

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 124 მლნ 220 ათას 190 ლარით დაჯარიმაა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 124 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივანიშვილის ინტერესებს ადვოკატები შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე იცავდნენ, კონტროლის პალატის მხრიდან კი- ნათია მოგელაძის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი და ვახტანგ კეჟერაძე იყვნენ წარმოდგენილი.

სხდომის დაწყებისას ამირანაშვილმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც, მისი განმარტებით, სამეწარმეო რეეესტრიდან იყო ამოღებული და ასევე  კომპანიების - ,,ელიტა ბურჯის, ,,ბურჯისა,, და ,,გლობალ ტვ,,- ის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომელიც კონტროლის პალატის წარმომადგენელთა განმარტებით, ამტკიცებდა, რომ ამ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრე სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე კობა გოცირიძე იყო, რომელმაც ივანიშვილის წინააღმდეგ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტიორნიგის სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შემდეგ მიიღო.

ივანიშვილის ადვოკატებმა მისი აცილების მოთხოვნა რამდენიმეჯერ დააყენეს, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა დასკვნით სიტყვაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიებით ივანიშვილი ამომრჩეველთა მოსყიდვას ცდილობდა. კერძოდ, ივანიშვილმა თავის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს მისცა სესხი, რომელიც თავის მხრივ, ,,გლობალ ტვ,,- ის მეწილეა და ალექსანდრე ივანიშვილმა აღებული სესხით შეიძინა 107 000 სატელიტური ანტენა, რომელიც ხალხს საჩუქრის სახით დაურიგა. აღსანიშნავია, რომ გარიგების პროცესი კომპანიების ,,ელიტა ბურჯის,, და ,,ბურჯის,, ავტომობილების გამოყენებით წარიმართა. მისი მეწილე კი ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია.

რაც შეეხება ივანიშვილის ადვოკატებს, მათი მტკიცებით, საქმეში არ იყო არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ივანიშვილმა გასცა სესხი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ალექსანდრე ივანიშვილი და ასევე კახა კობიაშვილი ნათესავები არიან და ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ივანიშვილს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები აქვს, რადგან ის ამბობს, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით არ ისარგებლებს.

,,ყველა კომპანია დაფუძნებულია 2011 წელს და ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა ეს კომპანიები ოფშორში იმიტომ დააფუძნა, რომ ის 2012 წელს ვიღაცას წყალტუბოშია ანტენებს დაუმონტაჟებდა, ფანტაზიის სფეროა“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ივანიშვილმა აღნიშნული თანხა 7 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს. განაჩენის გასაჩივრება კი მხოლოდ ერთჯერადად, სააპალაციო სასამართლოშია  შესაძლებელი.