"ახალი მემარჯვენეები" IRI-ის ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელს სტივ ნიქსს შეხვდნენ

"ახალი მემარჯვენეების"ლიდერი დავით გამყრელიძე და პარტიის სხვა ლიდერები, პარტიის ოფისში -საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელს სტივ ნიქსს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და "ახალი მემარჯვენეების"  თანამშრომლობის პერსპექტივებს. განხილულ იქნა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის შესაბამისი საარჩევნო გარემოს შექმნასთან  დაკავშირებული საკითხები.

დავით გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა სტივ ნიქსს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარებისთვის გაწეული სერიოზული საქმიანობისთვის, მათ შორის კონკრეტულად "ახალი მემარჯვენეებისთვის" გაწეული დახმარებისთვის.

შეხვედრას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი ანდრეა კირბსიც დაესწრო.