ლიკა ყაზბეგის მეორე „პატარძალი“

ლიკა ყაზბეგის მეორე „პატარძალი“

ივლისის დასაწყისში დიზაინერ ლიკა ყაზბეგის ორგანიზებით, კრწანისის რეზიდენციაში, ღია ცის ქვეშ რიგით მეორე საქორწილო კაბების - ჩვენება „პატარძალი“  გაიმართება.

პოდიუმზე, ცნობად სახეებთან ერთად, სააგენტოს მოდელები და ბავშვთა სამოდელო სტუდია წარდგება.  პატარძლები მოდის სახლ  „მარიონელას“ კაბებით შეიმოსებიან. მათთვის  პორტფოლიოების მზადება უკვე დაიწყო. ფოტოსესიები სასტუმრო „ამბასადორიში“, კრწანისი რეზიდენციის კლუბში და მოდის სახლ „მარიონელაში“ მიმდინარეობს.

პროექტის ფინალში, მისი წინა ფინალისგან განსხვავებით, სადაც იმედა არაბულისა და თათა ჯაშის ფიქტიური ხელმოწერა ჩატარდა, ახლა რეალური წყვილი რეალურად მოაწერენ ხელს. ისინი ყველასთვის ცნობილი ადამიანები არიან, თუმცა მათი ვინაობას ორგანიზატორები ჯერჯერობით ასაიდუმლოებენ.

საქორწილო კაბების პირველი ჩვენება 2010 წელს გაიმართა.