საგარეო უწყებაში ევროსასამართლოში ქართული მხარის მიერ, 2007 წელს შეტანილ სარჩელზე ისაუბრეს

საგარეო უწყებაში ევროსასამართლოში ქართული მხარის მიერ, 2007 წელს შეტანილ სარჩელზე ისაუბრეს

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ ბრიფინგზე ევროსასამართლოში ქართული მხარის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2007 წელს შეტანილ სარჩელზე ისაუბრეს, რომლის წაროებაც უკვე დაწყებულია. საქმე ეხება, რუსეთიდან  2007 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას.

კანადაძის განცხადებით ეს საქმე  შეკრული, საკმაოდ არგუმენტირებულია და მასში  ძალიან კარგადაა ასახული რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება და ეთნიკური ნიშნით დევნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ ეს საქმე საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდება.

„იცით, რომ ქართულ მხარეს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით  მთელი რიგი ძალიან უხეში დარღვევები არსებობდა.  აქ რეალურად საუბარია,   ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნაზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მიგრანტი ქართველების მიმართ, რომელიც ვფიქრობთ ძალიან მიზანმიმართილად განხორციელდა და ადგილი  ჰქონდა ადამიანის  უფლებების უხეშ დარღვევას“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, ქართული მხარის წარმომადგენლები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა საქართველოს მოქალაქეების ინტერესი გათვალსიწინებული და დაცული იყოს.

„აუცილებელია მათი უფლებების, როგორც დარღვევის ფაქტი დაფიქსირდეს ისე, მათი უფლებების აღდგენა სასამართლო გზით მოხდეს“, - განაცხადა კალანდაძემ.