სასამართლოს  უფლება არ აქვს   ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაიმე სახის სანქცია  გამოიყენოს

სასამართლოს უფლება არ აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რაიმე სახის სანქცია გამოიყენოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ ოქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ივანიშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების უფლება არ აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებას მოსამართლე დღეს კანონის დაცვის ფარგლებში შეწყვეტს.

„დღეს პროცესზე მხარეთა საპაექრო ეტაპი გაიმართება. საქმეში არსებული მასალების მიხედვით სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოიყენოს რაიმე სახის სანქცია, შესაბამისად მე ჩემს მარწმუნებელთან კონკრეტული თანხის გადახდაზე არ მისაუბრია, რადგანაც ველოდებოდი რომ სასამართლო კანონიერ ფარგლებში შეწყვეტს ადმინისტრაციული საქმის წარმოებას“, - აცხადებს თადუმაძე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება „გლობალ ტვ-ის“ საქმიანობას, გამოძიების მტკიცებით, ამომრჩევლებისათვის უსუსყიდლოდ ასეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების ფაქტს.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კონტროლის პალატის მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:30 განახლდა.

ამ  შემთხვევაში კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს პირადი ანგარიშიდან კომპანია „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ რესუსრების გამოყენებით „ქართული ოცნების“ - თვის 239 ავტომობილის შეღავათით მიქირავების ბრალდებას უყენებს.