Loewe -ის ახალი არომატი(VIDEO)

Loewe -ის ახალი არომატი(VIDEO)

ესპანურმა ბრენდმა Loewe, 1985 წელს დაწყებული Aire -ს ხაზიდან ახალი არომატი  Aire Sensual Loewe წარმოადგინა. ღია ვარდისფერ ფლაკონში მოთავსებული არომატი, ზუსტად მათთვისაა განკუთვნილი ვისაც ყვავილების მსუბუქი სურნელი მოსწონს, ამ მხრივ  Aire Sensual Loewe შეიძლება ზაფხულის წამყვანი არომატი გახდეს.

Loewe-ს ახალი არომატი გვაძლევს არჩევანის დიდ თავისუფლებას. სუნამო შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც ყვავილების, ასევე ციტრუსების სურნელით. კერძოდ, მანდარინის. ასევე, მწვანე ვაშლის, ჟასმინის, ღიღილოს, თეთრი კედარისა  და ა.შ.

პარფიუმის სარეკლამო სახე ესპანელი ბალერინა კარმენ კორეია გახდა. ვიდეორგოლში ის სუნამოს სიმსუბუქეს ხაზს,  ცეკვით უსვამს. მისი მოძრაობებიც ისეთივე ჰაეროვანი, მსუბუქი და ქალურია, როგორც ბრენდის ახალი არომატი Aire Sensual Loewe.