„ქართული ოცნება“ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნება“ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას არ გამორიცხავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.

ამის შესახებ კოალიციის პრეს-სპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართიულ ბრიფნიგზე განაცხადა. 

"როგორც ვიცი, აპატურაი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება. შეხვდება თუ არა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ან "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელი აპატურაის, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს გამორიცხული არაა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ცნობისთვის, ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ეწვია. აპატურაი პირველ ოფიციალურ შეხვედრა ვიცე პრემიერ–მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან გამართა.