მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარება შენარჩუნებულია

მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარება შენარჩუნებულია

აზერბაიჯანული მასმედიის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში სომხეთის მხრიდან ინტენსიური სროლები არ შეჩერებულა. ისროდნენ აგდამსკის, გერანბოისკის, ტერტერსკის, ფიზულინსკისა და გედაბესიკის მიმართულებით. აზერბაიჯანის მხრიდან ყველა სროლაზე საპასუხო სროლა განხორციელდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილები ან დაშავებულები აზერბაჯანის მხარეს არ არიან.  

სომხეთის საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით კი, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის მხრიდან ინტენსიური სროლა არ შეწყვეტილა. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ინფორმაციისა და პროპაგანდის განყოფილების ინფორმაციით, 3 ივნისიდან დაწყებული აზერბაიჯანმა 1400-ჯერ დაარღვია ხელშეკრულება და ცეცხლი გაუხსნა სომხურ მხარეს. გამოყენებულ იქნა უპილოტო მფრინავი აპარატები. თუმცა, „მოწინააღმდეგემ, რომელმაც დიდი დანაკარგი განიცადა, იძულებული გახდა უკან დაეხია“, - ნათქვამია ინფორმაციისა და პროპაგანდის განყოფილების  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.