„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის მეორე ეტაპს იწყებს

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის მეორე ეტაპს იწყებს

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მისი თქმით, ეს პროცესი საზეიმო მოვლენაა, ამიტომ კონკრეტული კანდიდატების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„მაჟორიტარების წარდგენა ყველა პოლიტიკური კოალიციისთვის საზეიმო მოვლენაა და ამიტომ მათი წარდგენის უპირატესობა კოალიციის ლიდერს აქვს. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ კანდიდატებს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. თუმცა გეტყვით, რომ კოალიციას თითოეულ საარჩევნო ოლქში რამდენიმე ღირსეული კანდიდატი ჰყავს და ამიტომ ჩქარი გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.