რობერტ დე ნიროს ნიუ-იორკში სახლი დაეწვა

რობერტ დე ნიროს ნიუ-იორკში სახლი დაეწვა

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობის რობერტ დე ნიროსთვის გუშინდელი დღე უბედური აღმოჩდა, მისი სახლი ნიუ-იორკში, ხანძრის შედეგად, მთლიანად დაიწვა.

ხანძარი მსახიობის აპარტამენტებში, ადგილობრივი დროით, ღამის ორ საათზე დაიწყო, ხანძარი ისეთი ძლიერი იყო, რომ დაიწვა არა მხოლდო დე ნიროს ბინა, არამედ მის ზემოთ და გვერდზე მდებარე სახლებიც. დე ნიროს ბინა მეხუთე სართულზე ჰქონდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ბრიგადებმა ცეცხლის ჩაქრობა გვიან რამემდე ვერ მოახერხეს, მათი წინასწარი ვარაუდით ხანძარი ტანსაცმლის საშრობში ბამბის გაჭედვამ გამოიწვია. საბედნიეროდ, მსახიობი შტატებში არ არის და შესაბამისად, ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

 ამ შენობაში, რომელიც ცენტრალური პარკის წინ დგას სხვა ცნობილი ვარსკვლავების ბინებიც მდებარეობს. მათ შორის, მსახიობ სარა ჯესიკა პარკერის, მუსიკოს ბილი ჯოელის და ა.შ.  დაზიანდა, თუ არა მათი სახლები საშინელი ხანძრის შედეგად, ჯერჯერობით უცნობია.