ქრისტიან-დემოკრატები მაჟორიტარობის კანდიდატებს 1 ივლისამდე  დაასახელებენ

ქრისტიან-დემოკრატები მაჟორიტარობის კანდიდატებს 1 ივლისამდე დაასახელებენ

"ქრისტიან-დემოკრატების"  საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძე იქნება. ქრისტიან-დემოკრატები მაჟორიტარობის საკუთარ კანდიდატებს მას შემდეგ დაასახელებენ, რაც "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" კანდიდატების ვინაობა გახდება ცნობილი.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოძრაობა ყველა საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით პირველ ივლისამდე ჩამოყალიბდება.

"არ დაგიმალავთ და გარკვეული მოსაზრებები გაქვს, თუმცა ტაქტიკური გადაადგილებებისთვის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" კანდიდატების დასახელებას ველოდებით", - აღნიშნა ვეფხვაძემ.