ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ექსკურსანტმა ბავშვებმა ოპიზელი ბერების ნაშთებს მიაკვლიეს

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ექსკურსანტმა ბავშვებმა ოპიზელი ბერების ნაშთებს მიაკვლიეს

 ტაო-კლარჯეტში, ექსკურსიის დროს „ახალი ლიცეუმის“ მოსწავლეებმა ოპიზას უძველეს, თითქმის განადგურებულ ტაძარში ადამიანის სხეულის ნაწილებს მიაკვლიეს.

მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა ახალი აღმოჩენა შუასაუკუნეების დროს მოღვაწე ოპიზელი ბერების ნაშთები იყოს.

მკვლევარებს რამდენიმე ვერსია აქვთ: ერთი - შესაძლოა, ის ოქროს მაძიებლებმა გათხარეს და მეორე - სამარხები, შესაძლოა, ტაძრის დანგრევის შედეგად განადგურდა და საძვალეები მიწის ზედაპირზე გამოჩნდა.

არ გამორიცხავენ, იმასაც რომ მოსწავლეების მიერ აღმოჩენილი ადგილი, შეიძლება ბერების სამარხი - აკლდამა იყოს.

მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია ოპიზაში არქეოლოგებისა და ექსპერტების სასწრაფოდ ჩასვლა და  აღმოჩენის ადგილზე შესწავლა.