დავით საყვარელიძე პროკურატურიდან პოლიტიკაში

დავით საყვარელიძე პროკურატურიდან პოლიტიკაში

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ თანამდებობა დატოვა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საყვარელიძის მიერ თანამდებობის დატოვება პირადი განცხადების საფუძველზე მოხდა.

"მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში მუშაობის წლები ჩემთვის მართლაც საამაყო წლებია, გადავწყვიტე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის პოსტი დამეტოვებინა. სწორედ ამ წლებში ჩვენმა გუნდმა შეძლო კორუფცია და დანაშაული დაემარცხებინა. მნიშვნელობა არ აქვს, დავით საყვარელიძე სად იქნება, მთავარია ხალხის სამსახურში ვიყო. ამიტომ გადავწყვიტე, ძალები პოლიტიკაში მოვსინჯო დავრჩები  "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით, რადგან მთავარია ემსახურო ხალხს, ეს არის პროკურატურის და ნებისმიერი სამხელმწიფო უწყების მთავარი პრინციპი. რაც შეეხება დეტალებს თუ რას ვაპირებ, ამის შესახებ საზოგადოება უფრო კონკრეტულად რამდენიმე თვეში გაიგებს",- აცხადებს საყვარელიძე.

დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე 2008-2009 წლებში იყო თბილისის პროკურორი, 2007-2008 წლებში - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.

დავით საყვარელიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე ნიუ-იორკის ბონავენტურას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არის ტოიოს (იაპონია) უნივერსიტეტის მაგისტრანტი.