დევიდ კემერონსა და მის მეუღლეს რვა წლის გოგონა კაფეში დაავიწყდათ

დევიდ კემერონსა და მის მეუღლეს რვა წლის გოგონა კაფეში დაავიწყდათ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ კემერონსა და მის  მეუღლეს რვა წლის ქალიშვილი ნენსი კაფეში დარჩათ.

წყვილი ბავშვთან ერთად პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან ახლოს სადილობდა.

ორივე კაფიდან ერთდროულად საკუთარი მანქანებით, პირად დაცვასთან ერთად წავიდნენ, ორივე მათგანს ეგონა, რომ გოგონა მეორემ წაიყვანა. მალევე გაირკვა, რომ არც ერთ მშობელს რვა წლის ქალიშვილი მანქანაში არ ეჯდა, კემერონი სასწრაფოდ მიბრუნდა უკან. საბედნიეროდ,  გოგონა მშვიდად ელოდებოდა მშობლებს.