მანანა კობახიძე:  ქუთაისის შემდეგ, ოზურგეთში მოსახლეობის მასშტაბურ მხარდაჭერას ველოდებით

მანანა კობახიძე: ქუთაისის შემდეგ, ოზურგეთში მოსახლეობის მასშტაბურ მხარდაჭერას ველოდებით

„ქართული ოცნება -  დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მანანა კობახიძე იმერეთში გამართული პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის შემდეგ, გურიაში დაგეგმილ  აქციაზეც მოსახლეობის მასშტაბურ მობილიზებას ელოდება.

კობახიძის განცხადებით, კოალიციის ლიდერები თვეებია გურიის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აწარმოებენ და მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა კარგად იციან.

„მოსახლეობის მასშტაბურ მხარდაჭერას ველოდებით ოზურგეთში.  კოალიციის  ლიდერები უკვე თვეებია გურიის რეგიონში მოსახლეობას ხვდებიან.  იქ დავით ბერძენიშვილი კარგა ხანია მუშაობს. მან იცის იქაური მოსახლეობის განწყობა და ისინი სწორედაც,  მსგავსი აქციის ორგანიზებას გურიაშიც ელოდებიან.  გურიის ღონისძიებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.  ვნახოთ, დაველოდოთ. შემდეგ კვირას ჩვენ ყველანი ერთად,  ოზურგეთში ვიქნებით“, - განაცხადა კობახიძემ.