„ამომრჩეველთა ლიგა“  18 ივნისს კარდაკარის ალტერნატიულ პროექტს იწყებს

„ამომრჩეველთა ლიგა“ 18 ივნისს კარდაკარის ალტერნატიულ პროექტს იწყებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ განცხადებით, საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების  წარმართვისთვის სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების ჩატარება უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად,  „ამომრჩეველთა ლიგა“  18 ივნისს კარდაკარის ალტერნატიულ პროექტს იწყებს.

„მოახლოებული არჩევნების სამართლიანად ჩატარებას გამართული სიები სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უნდობლობას უცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას, საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ 18 ივნისს კარდაკარის ალტერნატიულ პროექტს იწყებს. სიების შემოწმებასთან ერთად „ლიგა" ასევე მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც შემდგომში დააკვირდებიან არჩევნებს“, - ნათქვამია „ამომრჩველთა ლიგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.