Foreign Policy : ისრაელი ირანზე თავდასხმებს  აზერბაიჯაინას სამხედრო ბაზებიდან განახორციელებს

Foreign Policy : ისრაელი ირანზე თავდასხმებს აზერბაიჯაინას სამხედრო ბაზებიდან განახორციელებს

 Foreign Policy-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თანხმობა განუცხადა ისრაელს, ირანზე საგაერო თავდასხმების შემთხვევაში, აზერბაიჯანის სამხედო ბაზებით ისარგებლოს.

აზერბაიჯანის დისაპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ნაზიმ იბრაგიმოვმა ისრაელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას, ეს ინფორმაცია არც უარჰყო და არც დაადასტურა.

„ეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მხოლოდ გავრცელებული ხმებია, თუმცა მე არ მინდა ამ ინფორმაციის გამორიცხვა. ჩვენ არ გვინდა რომ ისრაელმა ირანი დაბომბოს, სადაც 35 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიც შეიძლება ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაშავდნენ“, - განაცხადა იბრაგიმოვმა.

Foreign Policy-ის ინფორმაციით, საუბარია იმ ხუთ სამხედრო ბაზაზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანში დარჩა და ამ პერიოდი განმავლობაში აღარ ფუნქციონირებდნენ.