ზიონა ჩანა - 181 წევრისგან შემდგარი ოჯახის უფროსი(VIDEO)

ზიონა ჩანა - 181 წევრისგან შემდგარი ოჯახის უფროსი(VIDEO)

მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს და მისი უფროსი ზიონა ჩანაა (Ziona Chana).  ზიონას 39 ცოლი, 94 შვილი, 14 რძალი და 33 შვილიშვილი ჰყავს.

ზიონა იმ რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნება, რომელიც მრავალცოლიანობას არ კრძალავს. პირიქით, ის ძალიან ბედნიერია და თავს ღვთის მიერ დალოცვილ ადამიანად მიიჩნევს. მრავალრიცხოვანი ოჯახი მისთვის ყველაზე დიდი სიამაყეა, არა მხოლოდ, იმიტომ რომ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს ძალა ამხელა ოჯახს გაუძღვეს.

181 წევრისგან შემდგარი,  ოჯახი ცხოვრობს ოთხსართულიან სახლში. სახლს 100 ოთახი აქვს და ინდოეთის შტატ მიზორამში მდებარეობს.

ზონა ჩანას ცოლებს, ოჯახში მოვალეობები გადანაწილებული აქვთ. ისინი სულაც არ არიან უკმაყოფილო იმით, რომ ოჯახის უფროსი მამაკაცი მათთან მორიგეობით იძინებს. უფრო მეტიც, არც იმის წინააღდეგი არიან, რომ მათმა მეუღლემ კიდევ გააგრძელოს ცოლების მოყვანა. როგორც ისინი ამბობენ, ზიონა მთელ შტატში ყველაზე ლამაზი კაცია და სულაც არ გაუვირდებათ, რომ მასზე კიდევ ბევრი ქალი ოცნებობდეს. თავის მხრივ, არც ზიონა არ აპირებს ოჯახის გამრავლება შეწყვიტოს. ის  ლამაზი ცოლების მოსაძებნად ამერიკასაში გამგზავრებასაც გეგმავს.

ოჯახში ვახშმისთვის  30 ქათამს, 50 კილო კარტოფილს და 82 კილო ბრინჯს ამზადებენ.

გარდა იმისა, რომ ზიონა ოჯახის უფროსია, რელიგიურ სექტასაც ხელმძღვანელობს. 67 წლის ინდოელს სექტაში უკვე 400 ადამიანი ჰყავს.