უქმდება თუ არა ლეიბორისტული პარტია დღეს  გაირკვევა

უქმდება თუ არა ლეიბორისტული პარტია დღეს გაირკვევა

რა ხდება ლეიბორისტულ პარტიაში და უქმდება თუ არა მშრომელთა პარტია,  დღეს გაირკვევა.  მეტეხთან, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

 „ორშაბათს მეტეხთან! ლეიბორისტული პარტიის პოლიტ. კომიტეტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს!  13:00 სთ-ზე“,- ამ ინფორმაციას ლეიბორისტული პარტიის ლიდერის მეუღლე, ბელა ალანია სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაცია ლეიბორისტული პარტიის დაშლის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ლეიბორისტულმა პარტიამ თვითლიკვიდაცია მოახდინოს, პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კი პოლიტიკიდან საერთოდ წავიდეს.

გასული პერიოდის განმავლობაში  ლეიბორისტები აღნიშნულ საკითხზე კომენტარების გაკეთებისაგან თავს იკავებდნენ.

როცა from.ge პარტის წარმომადგენელს კახა ძაგანიას დაუკავშირდა, მან განაცხადა, რომ იცოდა თუ რა საკითხთან დაკავშირებით გვქონდა შეკითხვა და არ ისურვა მასზე რაიმე კომენტარის გაკეთება.

„ვიცი რა საკითხიც გაინტერესებთ, მაგრამ მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ვერაფერს ვერ გეტყვით, მაპატიეთ“, - აღნიშნა ძაგანიამ.

“ორშაბათს მობრძანდით და ყველაფერს გაიგებთ“, - აცხადებს გიორგი  გუგავა.