ბიძინა ივანიშვილი: კლინტონმა  სააკაშვილი  გასაცილებლად მოამზადა(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილი: კლინტონმა სააკაშვილი გასაცილებლად მოამზადა(VIDEO)

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტზე, კონტროლის პალატის გადაწყვეტილებებსა და ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებზე საუბრობს. ინტერვიუ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, დღეს საღამოს 21.00 საათზე გადაიცემა.

„ძალიან კარგად ვიცი მერაბიშვილის ძირითადი სამსახური სეთური სამსახურია. მათ ჰყავთ სპეციალური ჭორიკნები, რომლებიც ასეთ ჭორს ავრცელებნ და ასეთები  ასეულობით მთელ საქართველოში ჰყავთ. აი, რაზეა დაკავებული და რაზე იხდება მოსახლეობის ფული. სეთური სამსახური ახერებს იმას, რომ გაავრცელოს ასეთი ჭორები, რომ თითქოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი  კლინტონმა მწვავე შუქი აუნთო სააკაშვილს ამ დროს მწვანე შუქი კი არ აუნთო რეალურად,  ვინც უყურა ამ შეხვედრას და ვისაც ანალიზის უნარი აქვს, ძალიან კარგად ჩანდა, რომ კლინტონმა რამდენჯერმე შეახსენა მათ, რომ სააკაშვილის წასვლის დროა და ხელისუფლება უნდა გადააბაროს. ის, რომ კლინტონი გასაცილებლად ამზადებდა სააკაშვილს ეს  ეს რამდენჯერმე ჩანდა შეკითხვებსა თუ მის გამოსვლებში“, - განაცხადა ივანიშვილმა.