შემდეგი ბიზნესფორუმი თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი ბაქოში გაიმართება

შემდეგი ბიზნესფორუმი თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი ბაქოში გაიმართება

დღეს, ყარსში  თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მონაწილეობით ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ფორუმს თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ზაფერ ჩაღლაინი, აზერიაბიჯანის ეკონომიკის განვითარების მინისტრი შახინ მუსტაფაევი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრნენ.

 ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კომპანიებმა და სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, საწარმო სფეროსა და ტურიზმში მოღვაწე ბიზნესმენებმა. ფორუმზე ბიზნესმენებმა და კომპანიებმა შეხვედრების დროს მომავალი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

 ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით მოეწყო. აზერბაიჯანის განცხადებით, ფორუმის ორგანიზებას მხარი „აზპრომმა“ დაუჭირა.

 ფორუმზე თურქეთის და აზერბაიჯანის მხარე წარმოდგენილი გახლდათ 150-მდე კომპანიით, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სექტორებიდან.

აზერბაიჯანის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 800 მილიონი დოლარის ივესტიცია განახორციელა, აქედან 700 მილიონი  SOCAR-ის ანგარიშზეა.  2012 წლის დასაწყისიდან საქართველოში 272 აზერბაიჯანული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო აზერბაიჯანში- 106 კომპანია ქართული კაპიტალით.

მომავალი ფორუმი თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ზაფერ ჩაღლაინის განცხადებით, აზერბაიჯანში გაიმართება. წინა ფორუმი საქართველოში 16 თებერვალს გაიმართა.