მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის სახლი ღვთაებრივი ხილვის შემდეგ აშენდა(VIDEO)

მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის სახლი ღვთაებრივი ხილვის შემდეგ აშენდა(VIDEO)

 უზარმაზარი ხის სახლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ კროსვილში, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდ ხის სახლად ითვლება. მას შუძლია მიიღოს ოფიციალური სტატუსი გინესის რეკორდსმენისა. სახლის მშენებლობა პატრონმა, ჰორაციუს ბერჯესმა 1993 წლიდან, ღვთაებრივი ხილვის  შემდეგ დაიწყო. თვითნასწავლი არქიტექტორი სახლის მშენებლობას თავადვე შეუდგა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის ჯერაც არ დასრულებულა.  მისი პატრონი ცდილობს, რომ პირველობა არავის დაუთმოს და ტიტული ყველაზე დიდი ხის სახლის მეპატრონისა შეინარჩუნოს. სახლის მშენებლობაზე გამოყენებულია, დაახლოებით, 250 ათასი ლურსმანი.

ნაგებობის სიმაღლე 30-48  მეტრამდეა. სახლს აქვს ათი სართული. მასში განთავსებულია პატარა სამრეკლო, კალათბურთის დარბაზი,  საწყობები, ვერანდა  და „პენტჰაუსი“ მეუღლისთვის. სულ 80 ოთახი და 20 ვერანდა. 

კიბეები გაკეთებულია ხეების ირგვლივ, რომელიც სახლის მშენებლობაში ბუნებრივადაა გამოყენებული და იცავს მას სხვადსხვა სახის კატაკლიზმებისაგან. ყოველ კვირას სამრეკლო ეკლესიაში ტარდება წირვა. ჰორაციო გეგმავს, რომ მალე საკუთარ სახლში მოაწყოს ახალგაზრდების საზაფხულო ბანაკი. ხის უნიკალური სახლზე ამოტვიფრულია, სხვადასხვა, შინაარსის რელიგიური წარწერები და ფრაზები სახარებიდან.

სახლში იყო ელექტროენერგია და თანამედროვე ტექნოლოგიებიც, თუმცა ცოტა ხნის წინ, ის გაძარცვეს და სპილენძის მავთულებისგან დაცალეს. გარდა ამისა უზარმაზარ სახლს მხოლოდ მეპატრონე ვერ იცავს და მასზე ხშირად ხორციელდება ვანდალური ფაქტები. მოპარეს ფანჯრები, კარები და ა.შ. სახლს ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს.  უნიკალური სახლი მთლიანად მუხის ხისგანაა აშენებულია. ამბობენ, რომ ჰორაციუსს მისი მშენებლობა დაახლოებით 12 500 დოლარი დაუჯდა.