სპრეი, რომელიც მომენტალურ ათრობს (VIDEO)

სპრეი, რომელიც მომენტალურ ათრობს (VIDEO)

ამერიკელმა მეცნიერმა დევიდ ედვარდსმა და ფრანგმა დიზაინერმა ფილიპ სტრარქმა გამოიგონეს ახალი ნოვატორული საშუალება - ალკოჰოლური სპრეი, სახელწოდებით WA | HH Quantum Sensation. ეს არის სპრეი, რომლის პირის ღრუში შეშხაპუნება იწვევს მომენტალურ დათრობას.

სპრეი გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა და ცუდია, რომ ამ სასწაული პროდუქტის გამოშვების ზუსტი თარიღიც უცნობია. სპრეის საჯარო პრეზენტაცია პირველად, წელს, პარიზში, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენაზე გაიმართა. აქვე მოეწყო მისი საჯარო გამოცდა. დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებმაც სპრეის შესამოწმებლად, სხვადასხვა, სახის ტესტები გაიარეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართლაც იმყოფებოდნენ.

სპრეის ჯერჯერობით მოკლევადიანი ეფექტი აქვს, მაგრამ WA | HH შემქმნელები ამ ეფექტის გაზრდას და ევროპაში მის შემდგომ რეალიზაციას აპირებენ.

ერთი ქილა «WA|HH Quantum Sensation» საერთო გამოთვლით შეიცავს 2 მილიგრამ ალკოჰოლს, რომელიც საკმარისია იმისათვის რათა გამოწვეულ იქნას ის სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც დათრობას უძღვის წინ. სპრეის ღირებულება დაახლოებით, 26 დოლარი იქნება.

ინოვაციური ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას, დალევის შემდეგ დილით ნაბახუსევზე ყოფნის შეგრძნებები თავიდან აიცილო, რადგან სპრეის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი და ა.შ. არ ახასიათებს.

გარდა ამისა, ეს იმდენად მოხერხებული მოწყობილობაა, რომ გამოყენების შემდეგ, როგორც კი ეს სითხე მოხვდება თქვენ პირის ღრუში, თამამად შეგიძლიათ ალკჰოლ-ტესტი გაიაროთ, პასუხი აუცილებლად უარყოფითი იქნება.

პროდუქციის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ სპრეიმ ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, შეიძლება ყველაზე დიდი - ალკოჰოლიზმის პრობლემაც გადაჭრას.