დღეს დილით ამერიკის სომხურმა დიაპორა ANCA -მ წერილით მიმართა თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ილჰამ ალიევის სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა. ANCA -მ ოფიციალურად მოსთხოვა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შეწყვიტოს ამერიკამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო იარაღის მიყიდვა და ომის დაწყების შემთხვევაში, არ გაუწიოს აზერბაიჯანს არანაირი სამხედრო დახმარება.
„დადგა დრო, რომ ამერიკამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი სიტყვაზე დაიჭირონ, როდესაც ის ღიად ემუქრება სომხეთს და ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებით იმუქრება. ილჰამ ალიევი საშიშროებას წარმოადგენს არა მარტო სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“, - ნათქვამია ANCA-ს მიმართვაში, სადაც ის ადმინისტრაციას ათი პოლიტიკური რეკომენდაციით მიმართავს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის.