BBC-ის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ბაშარ ასადის შეიარაღებულმა რაზმებმა დამასკოსა და ჰომსში 40-მდე ადამიანი ჩახოცეს, ხოლო გამთენიისას დეერაში კიდევ 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა საომარ მოქმედებებს. „შაბიხას“ რაზმელებმა სროლა ღამის ლოცვების შემდეგ დაიწყეს.
როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, მართალია ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვამები შემთხვევის ადგილიდან გაიტანეს, დეერაში ჯერ კიდევ დგას სისხლის და დამწვარი ადამიანების სხეულების სუნი.
გაეროს კომისიის წარმომადგენლები ადგილზე ცდილობენ მომხდარში გარკვევას.