ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებულ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს კობა ჯაბუას და ნინო ყურუას, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3000-3000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
„ქართული ოცნების“ აქტივისტებს ბრალი ედებათ, რომ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ ფულისა და სხვა უპირატესობების მიღებას.