ამბობენ, რომ კედლებსაც ყურები აქვთ, პრინციპში, რატომაც არ შეიძლება რომ ჰქონდეთ... საინტერესეოა, ქვის ლოდებს რომ სული ჰქონდეთ, რად ყოფნას აირჩევდნენ ისინი. დაუჯერებელია, მაგრამ იაპონელი სკულპტორი ხიროტში იტო, არა მხოლოდ თავად ხედავს ქვების შინაგან სამყაროს, არამედ სხვასაც აძლევს ამის საშუალებას. სკულპტორი ეხმარება ადამიანებს სხვა თვალით შეხედონ იმათ, ვისაც თავად არ შეუძლიათ, მიიღონ სასურველი ფორმები...
ხიროტოში იტო თავის სკულპტურებს „ცივს და უსულოს“ უწოდებს, - ქვებს ხომ ასეთი რეპუტაცია აქვთ ზოგადად. ხელოვანი საკუთარ ნამუშევრერებით ამის საწინააღმდეგოს ამტკიცევს. ის ქვებს ყველაზე „მშვიდ და მგრძნობიარეებად“ სთვლის და აძლევს საშუალებას მათ გამოხატონ საკუთარი ემოციები. გაიცინონ, მოიწყინონ და თითოეულ დამთვალიერებელს ცოტ-ცოტა პოზიტივი მაინც აჩუქონ.
„ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს“- აღმოსავლური სიბრძნით ამბობს სკულპტორი, ამიტომ საჭიროა ღრმად „შეიჭრე“ უსულო საგნებში და ეძებო მათი შინაგანი სამყარო.
საინტერესოა, შეუძლია სკულპტორის ხელებს ქვებისგან, საკვებისა, სამოსის, საფულეების, ჩანთების, ტომრებისა და უბრალოდ, ღიმილების მიღება. როგორც ის ამბობს, მის ხელებს ყველანაირი სახის ქვები ემორჩილებიან, თუმცა მას ყველაზე მეტად მრგვალი კენჭები უყვარს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში, მაცუმოტოში მოიპოვება...
ხიროტოში იტომ 1982 წელს დაამთავრა ხელოვნების უნივერსიტეტი ტოკიოში, ლითონის სკულპტორის განხრით. შემდეგ დაიწყო მისი დაინტერესება ქვებით, რომელთაც ოსტატმა სული ჩაუდგა და მისცა ძალა გაეღიმათ. თავის მხრივ, ქვები დღემდე აძლევენ საშუალებას ხიროტოში ოტოს, შექმნას შედევრები.