კეტრინ ეშტონი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

კეტრინ ეშტონი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონი  მთიან ყარაბაღში არსებულ „სერიოზულ შეიარაღებულ ინციდენტებთან“ დაკავშირებით ღმა მწუხარებას გამოთქვამს და სპეციალურ  განცხადებას ავრცელებს.

„ევროპის უმაღლესი კომისარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სერიოზული შეიარაღებული ინციდენტების გამო, რომელსაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა.  ძალის გამოყენება და მუქარა, აგრეთვე სტატუს-ქვო არაფრით არ იმოქმედებს არსებული კონფლიქტის დარეგულირებაზე.

ევროპის უმაღლესი კომისარი მოუწოდებს სომხეთს და აზერბაიჯანს, როგორც პარტნიორ ქვეყნებს, რათა ძალღონე არ დაიშურონ კონფლიქტის დასარეგულირებლად , აგრეთვე სრულად დაიცვან მადრიდის შეთანხმების პრინციპები და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში აიღეს“,- ნათქვამია განცხადებაში.