"თავისუფალი საქართველო" აჭარის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართავს

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ სავადმყოფოში სსიპ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების საგენტო შემოწმების მიზნით შევიდა. შემოწმების მიზეზი გახდა პარტია ,,თავისუფალი საქართველო“-ს წევრის მერაბ ღოღობერიძის მიმართვა რეგულირების სააგენტოსადმი.

 როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ადგილობრივი მცხოვრები, 33 წლის ნუგზარ ათაბაძე, შპს „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“-დან გაწერის შემდეგ 2 დღეში გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამა, გურამ ათაბაძე შვილის გარდაცვალებას არასწორ მკურნალობას აბრალებს, საავადმყოფო კი ათაბაძეს მომსახურების თანხას ედავება, მან სასამართლოს მიმართა. ათაბაძის ინტერესებს სასამართლო პროცესზე პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს წევრი, იურისტი მერაბ ღოღობერიძე იცავს. მისი განცხადებით, ისინი რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებიან.

 შვილის გარდაცვლილებიდან რამდენიმე თვეში, 24 აპრილს,გურამ ათაბაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან შეტყობინება მიუვიდა, რომლის თანახმადაც მას შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ 14 565 ლარის (აქედან, 424 ლარი სახელმწიფო ბაჟი) გადაუხდელობას ედავება.

 ათაბაძეების ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს. ნუგზარ ათაბაძე ბანკის სესხით ნაყიდი მეორადი მანქანით ტაქსისტად მუშაობდა. ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამჟამად, ოჯახს ყოველთვიურად ბანკისთვის 100 ლარის გადახდა უჭირს. აღნიშნული მანქანის შეძენის გამო, ოჯახს სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, შესაბამისად, მათ სახელმწიფო დაზღვევითაც ვერ ისარგებლეს.

 პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს სსიპ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე.