213 წელი - ბრიტანელი დები გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

213 წელი - ბრიტანელი დები გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

108 წლისა და 105 წლის ბრიტანელი დები გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც ყველაზე მოხუცი დები მსოფლიოში.

დოროთი რიჩარდსისა და  მარჯორი რედლის საერთო ასაკი 213 წელი, სამი თვე და 27 დღეა. გინესის რეკორდების ფონდის წამომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ჯამი მსოფლიოში ორი დედმამიშვილის საერთო ასაკის მიხედვით.

ეს კატეგორია გინესის რეკორდების წიგნში ახალი შეტანილია და ამ კატეგორიაში ბრიტანელი დები პირველი რეკორდსმენები არიან.

რიჩარდი და რედლი გასული საუკუნის დასაწყისში, ინგლისში, ნორტგემპტონში  დაიბადნენ, სადაც მათ მამას მამაკაცის ფეხსაცმლების ფაბრიკა ჰქონდა. მოგვიანებით დებმა კოლეჯი დაამთავრეს და მშობლების სახლში დაბრუნდნენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ სახლისთვის მიეხედათ.

   დებს ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამი წელია ერთმანეთი არ უნახავთ. ახლა ისინი, სხვადასხვა, ქალაქებში ცხოვრობენ. გინესის წიგნში შეყვანის ცერემონიას, ერთ-ერთი, მათგანი ვერ დაესწრო, მის ნაცვლად მოსული იყო მისი ქალიშვილი.  ორივე დებმა თავის დროზე ოჯახი შექმნეს, ახლა მათ შვილებიც ჰყავთ, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც. სწორედ, მათი, ერთ-ერთი შვილიშვილის დამსახურებაა ბრიტანელი დების გინესის რეკორდების წიგნში შეყვანა, რადგან მან მოიძია ინფორმაცია მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ და  ის დაუკავშირდა გინესის ფონდის ექსპერტებს.