მეთიუ ბრაიზამ სამსახური იშოვა

მეთიუ ბრაიზამ სამსახური იშოვა

საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა მეთიუ ბრაიზამ რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ სამსახური დაიწყო.  ის თურქული ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის Turcas-ის კორპორატიული მართვის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. ამის შესახებ განცხადება  Turcas-ის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

კომპანია Turcas-მა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ Petkim-ის აქციების მფლობელი გახლდათ, ცოტა ხნის წინ SOCAR-Turcas-ის ეგიდით თურქეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Star-ის მშენებლობა დაიწყო.

 2005 წლის ივნისში ბრაიზამ ევროპასა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობაზე იგი  კავკასიურ და აღმოსავლეთევროპულ პოლიტიკას კურირებდა. ბრაიზა იყო ხელმძღვანელი ამერიკული სამშვიდობო ღონისძიებებისა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის (ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან) ტერიტორიებზე. მის სახელს უკავშირდება რუსეთის გავლით შექმნილი გაზსადენის წარმატებული პროექტებიც. მეთიუ ბრაიზა  ასევე გახლდათ ამერიკის ელჩი აზერბაიჯანში 2010-2011 წლებში. თუმცა, როგორც დასავლეთის მედია აცხადებს, მეთიუ ბრაიზა რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ აზერბაიჯანის ელჩად მეორედ ამერიკის სომხური ლობის გავლენით არ დანიშნეს.