გაეროს  ამერიკასთან სერიოზული შეკითხვები  აქვს

გაეროს ამერიკასთან სერიოზული შეკითხვები აქვს

გაეროს უმაღლესი კომისრის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნაბი პილაის განცხადებით, ამერიკის უპილოტო თვითმფრინავების განხორციელებული ქმედებები პაკისტანში ბევრ შეკითხვებს იწვევს. „კონკრეტულად, რამდენად პროპორციულია გამოყენებული სამხედრო ძალა და რამდენად შეესაბამება ის ადამინის უფლებათა დაცვის პრინციპებს. ბოლო პერიოდში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება პაკისტანში. რთულია აგრეთვე სამოქალქო კონტროლის განხორციელება, რადგან უპილოტო თვითმფრინავები სამხედრო იერარქიის გვერდის ავლით ახორციელებენ გაფრენებს“,- განაცხადა პილაიმ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ უპილოტო თვითმფრინავების გაფრენა ხორციელდება და კონტროლდება არა ამერიკის შეიარაღებული ძალების, არამედ  ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელობით, რომლის გაკონტროლებაც რთულია, რადგან ისინი „გამჭვირვალედ“ არ მოქმედებენ.    

ამერიკა  გაეროს ბრალდებებს უარყოფს. პენტაგონის შეფის ლეონ პანეტას განცხადებით, „ამერიკა თავის დაცვას ისევ გააგრძელებს“.