3 წლის გოგონა, რომელიც 10 თვიდან სილამაზის კონკურსების მონაწილეა და დედამისზე მეტ მაკიაჟს ატარებს (VIDEO)

3 წლის გოგონა, რომელიც 10 თვიდან სილამაზის კონკურსების მონაწილეა და დედამისზე მეტ მაკიაჟს ატარებს (VIDEO)

ნებისმიერი პატარა გოგონას საყვარელი გასართობი საშუალება კოსმეტიკით თამაშია. პატარებს განსაკუთრებით იზიდავთ ფერუმარილები, პომადები, მანიკურები და სხვა კოსმეტიკური საშუალებები. დედები გოგონებს მათთან მიახლოებას მკაცრად უკრძალავენ. მაგრამ, როგორც სჩანს,  არსებობენ გამონაკლისებიც. მაგალითად, სამი წლის მიჩიგანელი სავანა ჯეკსონს ოჯახში ამის სრული უფლება აქვს. დედა მას მაკიაჟის გაკეთებას არათუ უშლის, არამედ თავისი ხელით უკეთებს.  

სავანას დედა 26 წლის ლორენ ჯექსონი გოგონას მუდმივად სილამაზის ცენტრებში ატარებს. დაჰყავს  ვიზაჟისტან, პარიკმახირთან, ტრენერთან... 2 წლის ასაკში კი, გოგონა სოლარიუმის ხშირი სტუმარი გახდა. დედამისი ირწმუნება, რომ ეს პროცედურები სრულიად უსაფრთხოა და ძალიან მოსწონს, რომ მისი სამი წლის გოგონა ზამთარ-ზაფხულ გარუჯული დადის. სავანას დედა ბავშვის ასეთ მოვლაში თვეში 4 000-მდე დოლარს ხარჯავს.

როგორც ლორენი აღნიშნავს, ამ ყველაფერ შვილის წარმატებისთვის აკეთებს. კერძოდ, სილამაზის კონკურსებისთვის, რომლისთვისაც სავანას, დედა მუდმივად ამზადებს.  გოგონას სამი წლის ასაკში კონკურსების დიდი გამოცდილება აქვს. მისი დებიუტი ამ სფეროში 10 თვის ასაკში შედგა. დედამისის აზრით, გოგონას ძალიან მოსწონს კონკურსებში მონაწილეობის მიღება, მისი საყვარელი სამოსი საცურაო კოსტიუმია.

„ბავშვობაში დედაჩემი მაიძულებდა ფორტეპიანოზე მევლო, თავად უყვარდა ძალიან და ამის შანსი ჩემს ასაკში ხელიდან გაუშვა. მე არ მაინტერესებდა ფორტებიანოს გაკვეთილები და არ დავდიოდი, მაგრამ ვხედავ სავანას ძალიან მოსწონს მოდის სამყარო, ის ფოტოგრაფებთანაც სიამოვნებით პოზირებს და პოდიუმზეც არაჩვეულებრივად დადის. მართალია, ამასთან დაკავშირებით  მისთვის აზრი არ მიკითხავს, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, რადგან სავანა მაშინ მხოლოდ 10 თვის იყო და ამ ასაკში თავის აზრს ვერც დააფიქსირებდა“,- ამბობს გოგონას დედა.

ახლა ის სამი წლისაა და მუდმივად მონაწილეობს სილამაზის კონკურსებში. შიძლება დედამისს ასეთი ბიზნესი აქვს, ვერ გეტყვით, რით შეიძლება ეს მოვლენა აიხსნას, მაგრამ ლორენი სავსებით გულწრფელად აღნიშნავს: „მე მინდა, რომ მას სხვებზე მეტი შანსი ჰქონდეს გამარჯვებისთვის. სავანა ყველა კონკურზე შეუდარებელია.“