არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის დასკვნით, ევროპის და შესაბამისად, მსოფლიო კრიზისში დამნაშავე კორუფციაა.
ევროპარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციის დირექტორმა კობუს დე სვარდტმა აღნიშნა, რომ საჭიროა შემოწმდეს ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების „ხელის სისუფთავე“.
„პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება გამჭვირვალობა და ჩინოვნიკების შემოწმებაა. ისეთ ქვეყნებში, როგორიც საბერძნეთია, მოსახლოების 80%-ი არ ენდობა ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია, არ მოხდეს ექსტრემიზმის ფორმების გამოვლენა.
გულგატეხილობაა პორტუგალიის საზოგადოებაში მმართველი ხელისუფლების მიმართ, სადაც ხელისუფლებამ მკაცრი ეკონომიკური ზომები მიიღო ფინანსური დახმარების მისაღებად.
მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღება და კორუფციიის თანაფარდობა, სულ ახალ-ახალი სკანდალები ხელისუფლების, პარლამენტარები, ბანკის მოხელეებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით, მოსახლოების უკმაყოფილებას ზრდის და ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ასუსტებს“,-აცხადებს Transparency International-ის დირექტორი.